პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები
ბესთსერვისის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შპს „ბესთსერვისის“ ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში, „წესები და პირობები“). მათზე დათანხმებით, თქვენზე გავრცელდება აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გსურთ, რომ თქვენზე გავრცელდეს, არ დააჭიროთ დათანხმების ღილაკს და არ გამოიყენოთ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული ჩვენი სერვისები.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება:
თუ თავად ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ბესთსერვისი ან კომპანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, შპს ბესთ სერვის კომპანი (ს/ნ 400354166)
ვებ-გვერდი სითიქომის ვებ-გვერდი www.bestservice.ge
აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ბესთსერვისის აპლიკაცია
პლატფორმა შპს „ბესთ სერვის კომპანის“ ვებ-გვერდი ან/ და აპლიკაცია.
მომხმარებელი ბესთსერვისის ბარათის მქონე ან სერვისის მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია ბესთსერვისის პლატფორმაზე.
ანგარიში პლატფორმაზე მომხმარებლის პირადი სივრცე,რომელიც ასახავს წინამდებარე წესების და პირობების 3.4. პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ ამხანაგობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა / ამხანაგობა, რომლის წევრიც არის მომხმარებელი და რომელსაც ბესთსერვისთან დადებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება.
ძირითადი ხელშეკრულება მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ბესთსერვისსა და იმ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას / ამხანაგობას შორის, რომლის წევრიც არის მომხმარებელი ან ბესთსერვისსა და იურიდიულ პირს შორის.
წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები, ასევე მისი ნებისმიერი დანართი და შემადგენელი ნაწილი (მათ შორის და არამხოლოდ, ქუქი-ფაილების (მზა ჩანაწერების) პოლიტიკა), რომლებიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.
მუხლი 2. მხარეები
• წესები და პირობები არეგულირებს შპს ბესთ სერვის კომპანის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის (პლატფორმის) გამოყენებას მომხმარებლის მიერ.
• წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ხდება წინამდებარე წესების და პირობების მხარე და მას წარმოეშვება წესებითა და პირობებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.
მუხლი 3. პლატფორმა
• პლატფორმით სარგებლობა შესაძლებელია მასზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც ხორციელდება შესაბამის სარეგისტრაციო გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის მითითებითა და წესებსა და პირობებზე დათანხმებით.
• შპს ბესთ სერვის კომპანის პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი/ გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს ან სამომავლოდ გახდეს საჭირო მომხმარებლისთვის სითიქომის სერვისის სრულფასოვნად მიწოდებისთვის.
• პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ იქმნება მომხმარებლის ანგარიში. საკუთარი ანგარიშის დაცვას მომხმარებელი უზრუნველყოფს მის მიერ განსაზღვრული პაროლით. პაროლს შპს ბესთ სერვის კომპანის პლატფორმის სისტემა ინახავს ჰეშირებული/ დაშიფრული სახით, შესაბამისად პაროლი არ არის ცნობილი/ ხელმისაწვდომი შპს ბესთ სერვის კომპანის. შპს ბესთ სერვის კომპანი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ თავისი პაროლის სხვა მესამე პირისთვის გაზიარების შედეგებზე.
• მომხმარებლის ანგარიშში შესვლით მომხმარებელს შეუძლია დაინახოს:
• მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული მისი პერსონალური ინფორმაცია, კერძოდ: სახელი/ გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, მისი ბინის ნომერი;
• მომსახურე პერსონალის სამუშაო გრაფიკი და საკონტაქტო ინფორმაცია,
• გაწეული ტექნიკური თუ დასუფთავების ფოტო სურათები და მისი ატვირთვის თარიღი
• ამხანაგობის სახელი;
• კორპუსის ფოტოსურათი,
• საწევროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ამხანაგობის პაკეტიდან გამომდინარე,
• პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
• სადარბაზოს კარის დისტანციურად გაღების მიზნით დაარეგისტრიროს მობილური ტელეფონის ნომერი ; მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პლატფორმაზე მითითებული ტარიფები, გარდა იმ გადასახადებისა, რომლებიც ძირითადი ხელშეკრულების მიხედვით შეიძლება ცალმხრივად შეიცვალოს შპს ბესთ სერვის კომპანის მხრიდან, განისაზღვრება შპს ბესთ სერვის კომპანის და ამხანაგობას შორის შეთანხმებით. შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ტარიფების ოდენობასთან დაკავშირებით მიმართული უნდა იყოს თავად ამხანაგობასთან.
• მომხმარებელი ვალდებულია პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მიუთითოს სწორი ინფორმაცია. შპს ბესთ სერვის კომპანი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და ასევე იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ არასწორი ინფოს მოწოდების შედეგებზე. მომხმარებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში შპს ბესთ სერვის კომპანი უფლებამოსილია მომხმარებელს დროებით შეუზღუდოს მის ანგარიშზე წვდომა.
მუხლი 4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა / გამორიცხვა
• შპს ბესთ სერვის კომპანის პასუხისმგებლობა გამორიცხულია:
• თუ მომხმარებელი თავად გადასცემს მესამე პირ(ებ)ს, ან მესამე პირისთვის/ პირებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომს გახდის პლატფორმაზე მის ანგარიშზე შესვლისთვის საჭირო მონაცემებს (მომხმარებლის სახელს და პაროლს). ასეთ შემთხვევაში შპს ბესთ სერვის კომპანი არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის;
• ამხანაგობის მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისთვის. (მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ამხანაგობის საერთო ბალანსიდან ტრანზაქციის განხორციელება ხდება მხოლოდ ამხანაგობის თავმჯომარისგან მიღებული მითითების საფუძველზე.);
• მომხმარებლის მიერ შეცდომით განხორციელებული ტრანზაქციისთვის (პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვისთვის). მომხმარებელი აცნობიერებს, რომ შპს ბესთ სერვის კომპანი ვერ უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმებას.
• ნებისმიერ ზიანზე, დანაკარგზე, რაც გამოწვეულია შპს ბესთ სერვის კომპანის დამოუკიდებელი ხარვეზის/ შეცდომის, მომხმარებლის მხრიდან ტრანზაქციის გაუქმება/ შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევასა და აღნიშნულით დამდგარ შედეგზე;
• თუ ვებ-გვერდსა ან/ და აპლიკაციაზე წვდომა შეუძლებელია ტექნიკური შეფერხების, ან შპს ბესთ სერვის კომპანისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით;
• ვებ-გვერდსა და აპლიაკაციაში მესამე პირების მიერ განთავსებული რეკლამის ან სხვა სახის კონტენტის გახსნით დამდგარ შედეგზე.
• შპს ბესთ სერვის კომპანი უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას პლათფორმაზე და სერვისის მოწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. შპს ბესთ სერვის კომპანი არ გასცემს სხვა ისეთ არავითარ გარანტიას ან დაპირებას, აგრეთვე არ იღებს სხვა ისეთ ვალდებულებას, რომელიც არ არის მითითებული წესებსა და პირობებში.
• შპს ბესთ სერვის კომპანი არ არის პასუხისმგებელი და არ გასცემს გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და აპლიკაცია მუდმივად, ნებისმიერი სახის შეფერხების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი და იმუშავებს შეფერხების ან პროგრამული შეცდომის/ ხარვეზის გარეშე.
• ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. შპს ბესთ სერვის კომპანი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდისა ან აპლიკაციის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ასევე სრულად და მხოლოდ მომხმარებლის რისკს წარმოადგენს პლათფორმაზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა.
მუხლი 5. ვებ-გვერდის და აპლიკაციის გამოყენების ზოგადი წესები
• ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის.
• მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პლატფორმაზე მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მათ შორის ამხანაგობის ბალანსისა და ამხანაგობის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესახებ, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, მომხმარებელი თანახმაა დაიცვას ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
• შპს ბესთ სერვის კომპანი თავისი შეხედულებისამებრ პლატფორმაზე განათავსებს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მომსახურებას. აღნიშნული არ წარმოადგენს ამ პირების მომსახურების რეკომენდაციას და შპს ბესთ სერვის კომპანი არ არის პასუხისმგებელი მათ ქმედებებსა თუ გაწეული მომსახურების ხარისხზე.
• მომხმარებელი უფლებამოსილია აცნობოს შპს ბესთ სერვის კომპანის პლატფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შესახებ.
• მომხმარებელს ეკრძალება შპს ბესთ სერვის კომპანის ან/ და აპლიკაციის პროგრამული კოდის გაგებისთვის ქმედებების განხორციელება, ან აღნიშნულის დეკომპილაცია, გარდა კანონმდებლობით დაშვებული ფარგლებისა.
• პლათფორმით სარგებლობისას სასტიკად აკრძალულია ცილისმწამებლური ტექსტების განთავსება, გაგზავნა, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა ნებისმიერი პირის, მათ შორის სითიქომის ან/ და ნებისმიერი მესამე პირის უფლების ან/ და რეპუტაციის, ღირსების შემლახავი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ გაგზავნა, ან სხვა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების განხორციელება.
• იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას შეექმნება გონივრული ეჭვი, რომ პლატფორმის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა ძირითადი ხელშეკრულების პირობები ან/და ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური ან არაავტორიზებულია, შპს ბესთ სერვის კომპანი უფლებამოსილია, გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დროებით დაბლოკოს ნებისმიერი პირის ანგარიში, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს, სხვა სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია.
• მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს ბესთ სერვის კომპანის და მოითხოვოს ანგარიშის დროებით დაბლოკვა, თუკი მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ანგარიშზე შესვლისთვის აუცილებელი მისი მონაცემები, მისი ნების გარეშე სხვა მესამე პირისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
მუხლი 6. ინტელექტუალური საკუთრება
• მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს, სხვას გადასცეს, დაამზადოს ასლი ან/და მოახდინოს რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, ან პირადი მოხმარების მიზნის გარდა სხვა ნებისმიერი მიზნისთვის, ვებ-გვერდის/ აპლიკაციის სტრუქტურის, გამოსახულებისა და დიზაინის, შპს ბესთ სერვის კომპანის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნულზე თანხმობის გაცემა წარმოადგენს შპს ბესთ სერვის კომპანის ერთპიროვნულ დისკრეციას.
მუხლი 7. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
• წესებსა და პირობები განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
• წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება მხარეებს შორის უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოს.
მუხლი 8. ცვლილებების განხორციელება
• შპს ბესთ სერვის კომპანი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში და იმ მომსახურების პირობებში, რომელსაც შპს ბესთ სერვის კომპანი ახორციელებს პლატფორმის მეშვეობით. ცვლილებები ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ – გვერდსა და აპლიკაციაში.
• ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე სპეციალური შეტყობინების გზით. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს აღნიშნულ შეტყობინებას. შეტყობინების გაგზავნა მოხდება ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
• წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წესები და პირობები შედგენილია მისთვის გასაგებ ენაზე და იგი სრულად აცნობიერებს აღნიშნულით დადგენილი ნორმების შინაარს.
• კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
• წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას.
• ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წესებითა და პირობებით და მხარეთა შორის გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
• მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ცვლილების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგელობა, თუ მის მიერ მომსახურების შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება მომხმარებლის მიერ ვალდებულების დარღვევასთან.
ქუქი-ფაილების (მზა-ჩანაწერების) პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა აღწერს კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე ქუქი-ფაილების (მზა-ჩანაწერების) გამოყენებას. წესებსა და პირობებზე თანხმობითა და ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ვებ-გვერდის ქუქი-ფაილების პოლიტიკას. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, კომპანიის უფლებამოსილებას გამოიყენოს ქუქი-ფაილები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე პოლიტიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კომპანიის მიერ მზა-ჩანაწერების გამოყენება ბრაუზერის/მოწყობილობის პარამეტრებში ცვლილების შეტანით.
რა არის ქუქი-ფაილები (მზა-ჩანაწერები)?
ქუქი-ფაილები არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას და გადმოწერილია თქვენს მოწყობილობაზე (როგორიცაა კომპიუტერი, სმარტ-ფონი და ა.შ.) ვებ-გვერდის მონახულებისას. ქუქი-ფაილების ამოცნობა შესაძლებელია იმ ვებ-გვერდის მიერ, საიდანაც გადმოიწერა ისინი – ან სხვა ვებ-გვერდის მიერ, რომლებიც იყენებენ ერთსა და იმავე ქუქი-ჩანაწერებს. აღნიშნული ეხმარება ვებ-გვერდს გაარკვიოს, რამდენად იყო ვებ-გვერდი გახსნილი/გამოყენებული აღნიშნული მოწყობილობის მიერ.
რა ტიპის ქუქი-ფაილებს (მზა-ჩანაწერებს) ვიყენებთ ჩვენ?
კომპანია იყენებს შემდეგი ტიპის ქუქი-ფაილებს:
დასახელება მოწყობილობაში შენახვის ხანგრძლივობა
gat_gtag_UA_****** – Google Analytics-სთვის საჭირო ანალიტიკური Cookie ფაილი, ამ ფაილის მეშვეობით ხდება საიტზე მომხმარებლის ქცევის შესწავლა ვადა 1 დღე
Gid – Google Analytics-სთვის საჭირო ანალიტიკური Cookie ფაილი, ამ ფაილის მეშვეობით ხდება ვიზიტორის იდენტიფიცირება ვადა 1 დღე
auth._token.facebook, auth._token.google, auth.strategy – სოციალური ქსელების მეშვეობით (google, facebook) ავტორიზაციისთვის აუცილებელი Cookie ფაილები
ვადა სესიის დასრულებამდე
social_redirect_url – ფუნქციური Cookie ფაილი რომელის საშუალებითაც ხდება სოციალური ავტორიზაციის შემთხვევაში იმ გვერდზე დაბრუნება საიდანაც დაიწყო ავტორიზაციის პროცესი ვადა 1 დღე
მესამე მხარის ქუქი-ფაილები (მზა-ჩანაწერები):
SIDCC – მომხმარებლის მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად.
ვადა 3 თვე
SAPISID, APISID, HSID, SID ვადა 2 წელი
SSID ვადა 1 თვე
NID ვადა 2 თვე
SEARCH_SAMESITE ვადა 6 თვე
1P_JAR ვადა 1 თვე
რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (მზა-ჩანაწერებს)?
ქუქი-ფაილები ასრულებენ უამრავ განსხვავებულ სამუშაოს, მაგალითად, გვეხმარებიან გავიგოთ როგორ გამოიყენება ვებ-გვერდი, გაძლევთ საშუალებას ნავიგაცია მოახდინოთ გვერდებზე ეფექტურად, დაიმახსოვროთ თქვენი არჩევანი და ზოგადად გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება. ასევე
ქუქი-ფაილების (მზა-ჩანაწერების) კონტროლი (შეცვლა/წაშლა)
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აკონტროლოთ ქუქი-ფაილები, შეცვალოთ ან წაშალოთ ისინი. ქუქი-ფაილების შეცვლა/წაშლა ხდება შემდეგნაირად: ______________________.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ზღუდავთ ვებგვერდების ქუქი-ფაილების დაყენების შესაძლებლობას, შესაძლოა ვერ შეძლოთ ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა და ვერ ისარგებლოთ ვებ-გვერდით სრულად.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
1. სისტემას გააჩნია დისტანციურად კარის გაღების საშუალება. აღნიშნული მომსახურების ჩართვა არის ფასიანი .
2. ჩვენი ვებ-გვერდიდან ხდება სერვისის ჩართვა შესაბამისი გრაფების შევსებით და პლასტიკური ბარათით გადახდით.
3. თუ ნომრის რეგისტრაციისას მოხდა შეცდომა ,თანხის დაბრუნება ხდება კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით. წერილში მითითებული უნდა იყოს მისამართი , თანხა რომლის დაბრუნებასაც ითხოვთ, გადამხდელის სახელი, გვარი,ბანკის რეკვიზიტები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. თანხის დაბრუნება ხდება ელ.ფოსტაზე მომართვიდან 2 სამუშაო დღეში.
შპს ბესთ სერვის კომპანი (ს/კ:400354166)
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქუჩა 108
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100090770893374
პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა
• შპს ბესთ სერვის კომპანი იღებს ვალდებულებას დაიცვას პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები, დაამუშავოს აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და გამოიყენოს „პლატფორმის“ ფუნქციონირებისა და განვითარების, მარკეტინგული, კომერციული და კანონით დაშვებული სხვა მიზნებისთვის.
• პერსონალურ მონაცემებად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება შემდეგი ჩამონათვალით: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა.
• ჯეროვანი მომსახურების გაწევის მიზნით, შპს ბესთ სერვის კომპანი უფლებამოსილია შეაგროვოს შემდეგი ტიპის მონაცემები: საბანკო რეკვიზიტები; მომხმარებლის იმ მოწყობილობის IP მისამართი, რომლითაც განხორციელდა პლატფორმაზე წვდომა (შემდგომში „მოწყობილობა); ინფორმაცია მოწყობილობის ბრენდს, კატეგორიასა და მოდელზე; საოპერაცია სისტემის ტიპი და ვერსია გამოყენებული ბრაუზერის ტიპები და ვერსიები; წვდომის სისტემის მიერ გამოყენებული ოპერაციული სისტემა; წვდომის თარიღი და დრო; მობილური მოწყობილობის ტიპი, რომლითად განხორციელდა აპლიკაციაზე წვდომა ან/ და ამ მობილური მოწყობილობის უნიკალური ID, ბრენდი, მოდელი; მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორები, სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები და ა.შ.
• შპს ბესთ სერვის კომპანი იღებს ვალდებულებას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
• წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი აგრეთვე აცხადებს თანხმობას მიიღოს შპს ბესთ სერვის კომპანისგან შეთავაზებები, ინფორმაცია, მის მიერ პლატფორმაზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
• მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ პლატფორმაზე მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს ბესთ სერვის კომპანის მიერ პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის.